|
2021-05-20 16:34:38, 847 ნახვა
რეგიონი
გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა
20 მაისს, ქალაქ გორში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა (SESA) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე შიდა ქართლში არსებულმა 38–მა კომპანიამ 330–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაო ადგილები კვების, წარმოების, სამშენებლო, საბანკო, სავაჭრო და მომსახურების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაში 320–ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ჩაერთო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. „ისწავლე დასაქმებისთვის“ პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, უკვე 6 თვეზე მეტია საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლში მიმდინარეობს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შედგა დღევანდელი დასაქმების ფორუმი. ფორუმს წინ უძღვოდა მოსამზადებელი სამუშაოები, რაც თავის მხრივ გულისხმობდა სამუშაოს მაძიებლების დახმარებას CV-ს შედგენაში, გასაუბრების ტექნიკის სწავლებას და კონსულტაციას. „ზოგადად თუ შევხედავთ ჩვენს გამოცდილებას, ასეთი ტიპის დასაქმების ფორუმები ძალიან შედეგიანია, იმიტომ რომ ის იძლევა დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ყოველგვარი ფორმალური ბარიერების გარეშე პირდაპირი კავშირების დამყარების შესაძლებლობას,“ – განაცხადა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლია კილაძემ. „დღევანდელი ფორუმი არის საუკეთესო მაგალითი სამოქალაქო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის. ორგანიზაცია - EDEC, რომელიც გორის ფორუმის მთავარი ორგანიზატორია, სააგენტოს ძლიერი პარტნიორია, მათთან ჩვენ მრავალი კუთხით ვთანამშრომლობთ. თანამშრომლობის მიზანი ერთადერთია დასაქმების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის გაძლიერება,“ - აცხადებს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური. მისი თქმით, სააგენტოს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში, დასაქმების ფორუმების ჩატარება. ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), მიმდინარე პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)