|
2021-05-20 13:40:12, 393 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის უფროსის მოადგილეს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სარდლის მოადგილეს ოპერაციების მიმართულებით, ვიცე-ადმირალ სკოტ ბუშმენს შეხვდა. შეხვედრას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აშშ-ში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ზეზვა ლიპარტელიანი, აშშ-ის სანაპირო დაცვის სარდლის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ანნა კასტიგლიონ-კატალდო, აშშ-ის სანაპირო დაცვის სარდლობის საერთაშორისო ურთიერთობების დანაყოფის წარმომადგენელი შუიტ ჰაბტემაიკლი და საქართველოში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კარლ ვიტი დაესწრნენ. ქართულ დელეგაციას ვაშინგტონში, აშშ სანაპირო დაცვის სარდლობაში უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ამერიკული ხომალდების საქართველოს ნავსადგურებში საპორტო ვიზიტებისა და ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნიკოლოზ შარაძემ ამერიკულ მხარეს წარმატებული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ქალაქ ნიუ ლონდონში, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიიის (USCG) 2021 კურსის გამოშვების ცერემონიალს დაესწრება. წელს, აშშ სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს შორის 2 ქართველი კადეტი - ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე არიან. 4 წლიანი საბაკალავრო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი საქართველოში დაბრუნდებიან და სანაპირო დაცვის რიგებში იმსახურებენ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)