21:46 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 13:01:00, 641 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი გელათზე - მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე

ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2008 წლიდან 2020 წლამდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე საზიანო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა.

„გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი. ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკონეობრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდით აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის სამწუხაროდ, შეირჩა საექსპერიმენტოდ გელათი. მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. აგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი. მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებთ ასეთ, ყველასთვის გასაგებ სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე. ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ მდგომარეობაშიც სამწუხაროდ ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics