21:45 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 14:32:49, 622 ნახვა

საზოგადოება
20-21 მაისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, 20-21 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს დასავლეთ საქართველოში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოში +30,+35 გრადუსამდე მოიმატებს.

მათივე ცნობით, 22 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

23-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში აგრილდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაღალი ტემპერატურა (+30, +35 გრადუსი) შენარჩუნდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 19 – 22 მაისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, 23-24 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 19 მაისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics