|
2021-05-19 12:42:21, 498 ნახვა
რეგიონი
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
ბოლნისის ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას უმასპინძლა. სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის შესრულების შესახებ სამართლებრივი ხასიათის საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების 2020 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენება ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა გააკეთა. კომიტეტის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესის შესახებ მოხსენებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი წარდგა. ქვემო ქართლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე კი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ისაუბრა. კომიტეტის გასვლით ხსდომაზე მოხსენებით ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია წარდგნენ. სხდომას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა. გასვლითი კომიტეტის სხდომას ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, სტუმრებმა ქალაქ ბოლნისში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები და ელიას მთაზე არსებული სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. “ბოლნისმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომას უმასპინძლა. სხდომაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული. პირადად მე კანომდებლებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიან რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესში არსებულ ხარვეზები გავაცანი. ჩვენთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, ქვეყნის საკანომდებლო ორგანოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პარლამენთთან ურთიერთობით მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო კანონპროექტების შემუშავება ხდება, რაც თითოეული თვითმმართველობის სწრაფი და ეფექტური განვითარებას განაპირობებს”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)