22:57 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 11:53:19, 488 ნახვა

საზოგადოება
ის მოქალაქეები, რომლებმაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, 7 ივნისიდან რეგისტრაციის გავლას კვლავ შეძლებენ

ის მოქალაქეები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო, ზონალურ-საათობრივ პარკირების პირველადი რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხეს, 7 ივნისიდან  სისტემაში დარეგისტრირებას კვლავ შეძლებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში, ბინის მესაკუთრე, რომელმაც სატრანსპორტო საშუალება უფასო სარგებლობის მიზნით უნდა დაარეგისტრიროს სისტემაში, საქართველოში არ იმყოფება, ან საცხოვრებელი ფართი გარდაცვლილ ადამიანზეა რეგისტრირებული.

„უკვე დიდი ხანია ქალაქში დანერგილია და მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ამ სერვისების მომხმარებელი. თუმცა, რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა და პირადად მომწერეს „ფეისბუქში“, რომ მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ პირველად რეგისტრაციაზე. ყველა ასეთ შემთხვევაში, 7 ივნისიდან მოქალაქეები შეძლებენ, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრირონ, გახდნენ ამ სისტემის მომხმარებლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დეტალური ინფორმაციის პარკირების ვებგვერდზე განთავსება დაავალა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა, ირაკლი ხმალაძეს ვთხოვო, რომ ეს ინფორმაცია პარკირების ვებგვერდზე განთავსდეს. ასევე, მედიასაშუალებების მეშვეობით, მოქალაქეებს ეს სიახლე უნდა მივაწოდოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics