|
2021-05-18 19:20:33, 657 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია პეკინის გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სასტუმროში გადაიყვანს
თბილისის მერია პეკინის გამზირის N41-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დროებით, სასტუმროში განათავსებს, შემდეგ კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მათ ქირით გადაყვანას უზრუნველყოფს. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო, 14 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტი დღესვე, სასტუმრო „თბილოტელში“ გადაიყვანს. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია და 18-მდე ბინა დააზიანა. თბილისის მერია ყველა დაზარალებულ ოჯახს, ვისაც ამის საჭიროება ექნება, სასტუმროში დააბინავებს და ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენს. პროცესში თბილისის მერიის, საბურთალოს გამგეობისა და ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართული.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)