|
2021-05-18 12:46:27, 371 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ 466 ავტოფარეხი 34 ახალი სკვერით ჩაანაცვლა
თბილისის მერიამ ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 466 ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი მოაწყო. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამა, ეს არის ქალაქის მერის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შექმნა მნიშვნელოვანი ურბანული სიკეთე ერთი მარტივი გადაწყვეტილებით. 466 ავტოფარეხის ნაცვლად 34 ახალი სკვერი ჩვენი ქალაქის უბნებში - მოსახლეობასთან კომუნიკაციის გზით და გამგეობების აქტიური მუშაობის შედეგად, ავტოფარეხები სკვერებით ჩანაცვლდა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. თბილისის ვიცე-მერის თქმით, ქალაქში დამატებით, 4 000 000 კვ.მ ტერიტორიას მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი და განისაზღვრა ხუთი ახალი საპარკე არეალი.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)