|
2021-05-18 10:31:41, 396 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების მიერ გადამზადდებიან
კიდევ ერთი ახალი პროექტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის - №5, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით გადამზადდებიან. პროექტის ფარგლებში 70-ზე მეტი მსჯავრდებული ორი თვის განმავლობაში ინფორმაციული წიგნიერების, კომუნიკაციისა და მართვის მოწმობის კურსის თეორიულ ნაწილს გაივლის. №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი გაეცნენ. მინისტრის მოადგილეები სწავლების მონაწილეებს გაესაუბრნენ და პატიმრების მიერ დამზადებული ტყავისა და ხის ნივთები, აგრეთვე სამკერვალოში დამზადებული სხვა ნამუშევრები დაათვალიერეს. პატიმართა გადამზადების პროექტი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. პროცესში მონაწილეობენ კოლეჯი „იბერია", „იკაროსი ", „მოდუსი " და ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი." №16 დაწესებულებაში არსებული სასწავლო ოთახები, კი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობითა და დახმარებით, მოეწყო და აღიჭურვა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)