22:56 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 10:30:18, 385 ნახვა

საზოგადოება
ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

იაპონიის დედაქალაქში გამართული ღონისძიების „მსოფლიოს ორმაგი მემკვიდრეობა" ფარგლებში გამართული დეგუსტაციის მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის იაპონურ ტრადიციულ სამზარეულოსთან „ვაშოკუ" შეხამება იყო.

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge" დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და ცნობილი იაპონელი სომელიე სატორუ მორი უძღვებოდნენ. ქართული ღვინის წარდგენას იაპონიაში საქართველოს საელჩოს დროებითი რწმუნებული თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.

„Red Bridge"-ის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, იაპონელი მომხმარებლები განსაკუთრებულ ინტერსს ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის  მიმართ იჩენენ, რომელსაც 2013 წელს, ისევე როგორც იაპონურ ტრადიციულ სამზარეულოს, „იუნესკოს" მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.  ქართული ღვინისა და იაპონური ტრადიციული სამზარეულოს კომბინაცია ძალიან მიმზიდველია იაპონელი მომხმარებლებისთვის. იაპონიაში ღვინის მოხმარების კულტურა მაღალ დონეზეა, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს.

ტოკიოში გამართულ დეგუსტაციაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, ბლოგერები, ღვინის მწერლები და პროფესიონალები. მათ ის ქართული ღვინოები დააგემოვნეს, რომლებიც უკვე იყიდება იაპონიის ბაზარზე.

კომპანიასთან „Red Bridge" ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების   შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მუდმივად მზარდია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics