|
2021-05-17 11:30:41, 498 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - ივნის-ივლისში საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი დოზების შემოტანაზე, ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ იქნება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს და ვაქცინაციის პროცესში არ იქნება შეფერხება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც „კოვაქს“ პლატფორმასთან, ასევე ცალ-ცალკე ვაქცინის მწარმოებლებთან. „ჩვენ ძალიან ეფექტიან და წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ვაქცინის მწარმოებლებთან, როგორც „კოვაქს“ პლატფორმასთან, ასევე უშუალოდ მწარმოებლებთან, ამის თაობაზე დეტალურად რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ მინისტრთან ერთად დეტალური ინფორმაცია წარმოვადგინოთ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებით ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლის თვეებში. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ქარხნებთან, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით „მოდერნასთან“, ასევე „ნოვავაკთან“, უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ დამატებით დოზებს მივიღებთ, არ იქნება არანაირი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)