|
2021-05-15 15:21:42, 747 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საელჩო - ისრაელის ცენტრი და სამხრეთ ქალაქები საჰაერო დარტყმის ქვეშაა, მოერიდეთ ღია სივრცეებს
„ისრაელის ცენტრი და სამხრეთ ქალაქები საჰაერო დარტყმის ქვეშაა, მოერიდეთ ღია სივრცეებს“, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელში საქართველოს საელჩო აქვეყნებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჰაერო დარტყმის ქვეშ მოექცა ბათ იამი, ლოდი, აშკელონი და ისრაელის სხვა ცენტრალური ქალაქები. „არ გახვიდეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია‼️ ქვეყნის ცენტრი და სამხრეთი, ქალაქები შდეროთი, აშდოთი, აშკელონი, ხულონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, რამლე, რამათ განი, ბნეი ბრაკი, გივათაიმი, ლოდი, რამლე, იავნე და მათი შემოგარენი საჰაერო დარტყმის ქვეშაა“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობებით ღაზას სექტორმა ორი ღამის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით 5 რაკეტა გაისროლა, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა ორივე მხარისგან. ისრაელმა ღაზას სექტორისკენ ჯარი გაგზავნა და ყველა რეზერვისტი გამოიწვია - დაპირისპირება ხშირია ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში სადაც არაბთან დასახლებებია.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)