|
2021-05-15 11:06:45, 675 ნახვა
საზოგადოება
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დოკუმენტების კოლექცია ეროვნული არქივის ვებგვერდზე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" შესახებ საარქივო დოკუმენტების კოლექცია გამოქვეყნდა: https://archive.gov.ge/ge/tsera-kitkhvis-gamavrtselebeli-sazogadoeba-2. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" 1879 წლის 31 მარტის წესდებით დაარსდა. ორგანიზაციის პირველი საზოგადო კრება ამავე წლის 15 მაისს გაიმართა. საზოგადოების შესახებ შექმნილ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები მისი დაარსების, მუშაობის ძირითადი მიმართულებების, დამფუძნებლებისა და წევრების შესახებ. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" ათწლეულების განმავლობაში ეროვნულ საქმეს - ქართული ენის შენარჩუნებას, განათლების გავრცელებასა და კულტურის გადარჩენა-განვითარებას ემსახურებოდა. ამ ორგანიზაციის ფონდს საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)