|
2021-05-14 18:34:41, 511 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა: საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის შემდეგი პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის შემდეგი პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე ისაუბრა. „ივლისიდან დაიწყება მშენებლობა 50 კმ ქსელის 13 დასახლებული პუნქტისთვის და ეს არის 10,500 ადამიანი, ხოლო მომავალი წლის გაზაფხულიდან ამას დაემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ 8 დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 11,000 ადამიანი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს მთელ საქართველოს, გაგრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში და დასრულდება 2025 წელს. სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში 5 000 კმ. ოპტიკური ქსელი აშენდება, რომლითაც მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას მიიღებს საქართველოში მცხოვრები 500 000-ზე მეტი ადამიანი. „მომავალი წლიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გეგმაზომიერად ჩვენ გადავალთ შემდეგ რეგიონებზე: ეს იქნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 26 დასახლებული პუნქტი და 10,700 მომხმარებელი; ეს იქნება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონები - ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში 140 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, 16 დასახლებული პუნქტი და 7,700 ადამიანს შეეძლება ისარგებლოს; ეს იქნება ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტები - 11,000 - ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს ამ მომსახურებას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)