01:08 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 18:34:19, 513 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელში თუ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტის სერვისებზე

მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელში თუ ქალაქში  მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტის სერვისებზე, მათ შორის, იმ პროგრამებზე, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

„ძალიან ბევრი პროგრამა ხორციელდება სხვადასხვა სამინისტროს ეგიდით - ესენია სოფლის მეურნეობის პროგრამები, ჩვენი სამინისტროს პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში,"  ასევე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სერვისები და ინტერნეტი არის მთავარი საფუძველი, რომ ყველა ამ პროგრამაზე ჩვენს მოქალაქეებს სოფლიდან გაუსვლელად ჰქონდეთ წვდომა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ეს მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რადგან ქვეყანა ავითარებს ტურიზმს - მცირე საოჯახო სასტუმროები, მათი განთავსება გლობალურ ქსელში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ტურისტებისთვის გაცნობა, საჭიროებს მაღალი ხარისხის ინტერნეტს.

„ასევე უფრო მეტად ვითარდება ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების მიერ გლობალურად მიწოდებული აიტი სერვისები და  ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ქმნიან სტარტაპებს, რომელთაც საერთაშორისო აღიარება აქვთ და ეს ახალგაზრდები ამ შესაძლებლობას იძენენ ინტერნეტით", - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics