|
2021-05-11 18:59:12, 773 ნახვა
რეგიონი
შუახევში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 485 000 ლარამდე დაიხარჯება
შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ბუთურაულისა და ქიძინიძეების სოფლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში სოფელ ბუთურაულში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის სახლს, გაკეთდება მოსაცდელები, მოეწყობა გარე-განათება, სავალი ბილიკი და კეთილმოეწყობა ბაგა-ბაღის ეზო საბავშვო ატრაქციონებით. ადგილობრივები, განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ ქიძინიძეებშიც, რომლის ფარგლებშიც კეთილომოეწყობა სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდება გარე-განათება, მოეწყობა ფანჩატური და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერში არსებულ მემორიალს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბეტონის საფარის მოწყობა. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 485 000 ლარამდე დაიხარჯება. გარდა მიმდინარე პროექტებისა, განხორციელდება წაბლანის, ჯაბნიძეების, წყაროთის, მაწყვალთის, ტომაშეთის და კლდისუბნის სოფლის ცენტრების მოწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)