|
2021-05-11 10:12:16, 524 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დღვანდელ სხდომაზე საბჭოს წევრები ქვეყანაში არსებულ კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გუშინდელ ბრიფინგზე არც გამორიცხა და არც დაადასტურა, რომ ქვეყანაში დაწესებული უქმე დღეები შესაძლოა გახანგრძლივდეს. „ჩვენ ხვალ გვექნება, მორიგი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება. დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება. რა თქმა უნდა, მესამე ტალღაა და მესამე ტალღას უფრო მაღალი დადებითობის მახასიათებელი და უფრო მაღალი დღიური ინფიცირება ახასიათებს, მაგრამ პარალელურად მთავარია მეტი ვაქცინაცია წავახალისოთ. იცით, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტურიზმის ინდუსტრია ამოიტანა პრიორიტეტებში ვაქცინაციის თვალსაზრისით. დავიწყეთ განაცხადების მიღება. საკმაოდ კარგად დაიწყო პროცესი, აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები და მე თავადაც, ამ დღეებში, ვგეგმავ ვაქცინაციის ჩატარებას. ხვალ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)