|
2021-05-08 12:25:58, 754 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილმა თბილისში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული ბინები მოინახულა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა თბილისში, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით შესყიდული საცხოვრებელი ფართები მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. “წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას, ჯამში, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავცემთ. 260 ოროთახიანი ბინის მშენებლობის ბოლო ეტაპზე გარკვეული შეფერხებები შეიქმნა, სწორედ ამიტომ, ადგილზე, პირადად გავეცანი ვითარებას და სამშენებლო კომპანიისგან მივიღეთ დაპირება, რომ 260-ვე ბინა, უახლოეს მომავალში, ორ ნაწილად, მაისისა და ივნისის თვეებში ჩაგვბარდება. ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. დამატებით, თბილისში, კონკურსის საფუძველზე შესყიდული 240 ბინის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)