|
2021-05-04 15:55:54, 508 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის 55 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 55 პროექტი მიმდინარეობს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 615 504 ლარია გამოყოფილი. სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები 9 მისამართზე ხორციელდება. კედლები და ჭერი გაილესება და შეიღებება. სადარბაზოს რემონტი ხუთ მისამართზე უკვე დასრულდა. 21 ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ლიფტების კაბინები, ბაგირი და ელექტროძრავა განახლდება. 17 ლიფტი კი, უკვე შეკეთდა. წყალარინების ქსელი რეაბილიტირდება 7 მისამართზე, შეიცვლება მილები და ჭები. ოთხ მისამართზე დასრულდა სამუშაოები. სახურავის შეკეთება ცხრა მისამართზე მიმდინარეობს. 5 მისამართზე ქანობიანი, ხოლო -2 მისამართზე ბრტყელი სახურავი რეაბილიტირდა. აგრეთვე, მოწესრიგდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გამგეობის მიერ სამუშაოები 100%-ით ფინანსდება. პროექტების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე თავსდება, რომელსაც შემდგომ ამხანაგობა საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)