|
2021-04-29 16:10:10, 643 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, 30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები არ იმუშავებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი განისაზღვროს უქმე დღეებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, 30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, არ იმუშავებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები. გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას. აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტები მუშაობენ კალენდარული კვირის ყოველ დღეს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით), კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებულ უქმე დღეებში, 2021 წლის 4, 5, 6, 7, 10, 11 მაისს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ამასთან, სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება. 2021 წლის, 4, 5, 6, 7, 10, 11 მაისს, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge დამატებით გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ, სადეზინფექციო სამუშაოების პროცესზე ზედამხედველობა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისი სითხეებით სრულად მუშავდება, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)