|
2021-04-29 15:36:50, 907 ნახვა
რეგიონი
ქედაში კითხვის კონკურსის გამარჯვებულები სპეციალური სიგელებითა და ლიტერატურით დაჯილდოვდნენ
დღეს, კითხვის კონკურსის - «ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ» გამარჯვებული მონაწილეები, სპეციალური სიგელებით და ლიტერატურით დაჯილდოვდნენ. კონკურსი ქედის კულტურის ცენტრმა დისტანციური ფორმატით, ქედის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის (14-21 აპრილის ჩათვლით ) გამოაცხადა. 17 კონკურსანტიდან 5 გამარჯვებული, სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა: ლუკა ხაბაზი - ქედის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე; ხატია დიასამიძე - ქედის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე; დიანა ვარშანიძე - მახუნცეთის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე; მარიამ ღოღობერიძე - მახუნცეთის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე; ნატო ბერიძე - ქედის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, თვითმმართველობისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)