|
2021-04-28 18:34:44, 503 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ მოქალაქეებს ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დროებით, ლეგალურად დასაქმებულიყვნენ მეგობარ ქვეყნებში
„საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ მოქალაქეებს ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დროებით, ლეგალურად დასაქმებულიყვნენ მეგობარ ქვეყნებში, სადაც მათ ელოდებათ ღირსეული შრომის ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, სამუშაო ვადის ამოწურვის შემდეგ, შერჩეულ მოქალაქეებს, აქვთ საქართველოში დაბრუნების ვალდებულება. „გერმანიის რესპუბლიკასთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, წელს დროებით დასაქმების მიზნით უკვე გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი. დანარჩენი შერჩეული მოქალაქეები ეტაპობრივად გაემგზავრებიან წლის ბოლომდე. საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 12 აპრილს დაიწყო ისრაელში დროებით, ლეგალურად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დროებით დასაქმდნენ ისრაელის ხანგრძლივი მოვლის სამკურნალო დაწესებულებებში, როგორც დამხმარე მუშაკები. ორივე შემთხვევაში, ეს იქნება კარგი პრაქტიკა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა უკეთ გაეცნონ როგორც აგრო სექტორის, ისე ხანგრძლივი მოვლის სისტემის საუკეთესო პრაქტიკას. ცირკულარული მიგრაციის საკითხზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საფრანგეთთან, ბულგარეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებთან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)