|
2021-04-28 15:39:58, 755 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძემ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ომარ ტაკიძემ ისაუბრა ბიუჯეტის პარამეტრებზე, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებზე, რომელიც მიუხედავად პანდემიისა არ შეჩერებულა. ყურადღება გაამახვილა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წელსაც პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური სფერო და ჯანდაცვა, კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდული ღონისძიებები და ტურიზმის განვითარება. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დასმულ კითხვებს ომარ ტაკიძემ ამომწურავად უპასუხა. რეგლამენტის თანახმად, ომარ ტაკიძის 2020 წლის მუშაობის ანგარიში დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)