|
2021-04-28 14:49:00, 831 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს სააღდგომო ნობათები გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა იროდი უგრეხელიძემ და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ბიუროს ხელმძღვანელმა ბექა წაქაძემ ააიპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და მათ სააღდგომო ნობათები გადასცეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სასურსათო ნობათები ჯამში მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს გადასცა. ნობათები ასევე შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებმაც მიიღეს. „ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათებს გადასცემს. ეს ტრადიცია არც წელს დარღვეულა, ნობათები მოწყვლადი კატეგორიის 60-მა ოჯახმა მიიღო. მსურს, თითოეულ მათგანს აღდგომის დღესასწაული მივულოცო და მათ ბედნიერება ვუსურვო. მუნიციპალიტეტს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის არაერთი სოციალური პროგრამა აქვს შემუშავებული და ჩვენ ამ ოჯახების დახმარებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)