|
2021-04-27 10:31:21, 952 ნახვა
რეგიონი
მესტიის მუნიციპალიტეტში ადიდებული ღელის გამო, მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეში ადიდებული ღელის გამო, მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეში ადიდებული იყო ღელე, რომელსაც მოჰქონდა ტალახი. სოფელში შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე რამდენიმე სახლიდან მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადავიდა. ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. დილით კი, ხილვადობის აღდგენისთანავე, 5 - კაციანი სამაშველო ჯგუფის მიერ მოხდა ღელის სათავეში არსებული სიტუაციის გადამოწმება. პარალელურად, სოფელ ჟაბეში მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის მიერ აღნიშნული ღელეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)