10:01 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 14:09:00, 778 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო Eurodesk-ში გაწევრიანდა

თბილისის მერიის  ინიციატივით,  საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk    გაწევრიანდა. გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც მიმდინარე წლის 22 აპრილს გაიმართა, 32 დამსწრე ქვეყნიდან ერთხმად დაუჭირა მხარი ქსელში საქართველოს  გაწევრიანებას,  რომელსაც თბილისის მერია წარმოადგენს.

Eurodesk არის  ევროკავშირის  საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელი, რომელიც ევროპის მასშტაბით, ახალგაზრდების სასწავლო მობილობის, დასაქმების,  სტაჟირების, გაცვლითი პროგრამების, მოხალისეობის, ტრენინგების,  გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ შესაძლებლობებსა და რესურსებს აერთიანებს. ქსელში გაწევრიანება ნიშნავს ქართველი ახალგაზრდებისა და სტუდენტების გამარტივებულ  წვდომას ევროპულ შესაძლებლობებთან განათლების, დასაქმებისა და ახალგაზრდობის სფეროში.

Eurodesk-ი საქმიანობას წარმართავს 35 ქვეყანაში წარმოდგენილი ეროვნული ოფისებისა და 1 600 მულტიპლიკატორის მეშვეობით (ახალგაზრდული ცენტრები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, სტუდენტური ასოციაციები ა.შ). საქართველო იქნება 36-ე ქვეყანა, სადაც  Eurodesk-ი ეროვნული ოფისის სახით იქნება წარმოდგენილი და რომლის საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან და Erasmus+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსის საინფორმაციო ცენტრთან ერთად.

საქართველოში Eurodesk-ის ეროვნული კოორდინატორის პოზიციაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და  ახალგაზრდულ   საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, გოგი ჩიქოვანი აირჩიეს.   

(იხილეთ Eurodesk-ის ოფიციალური განცხადება https://eurodesk.eu/2021/04/22/georgia-new-member-of-the-network/ )





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics