|
2021-04-23 13:55:42, 750 ნახვა
საზოგადოება
საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ორი მილიონ რვაასი ათასზე მეტი საფოსტო გზავნილის მიმართ განხორციელდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა ,,აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საჰაერო გზით შემოსული ტვირთების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, ექსპორტისა და სხვადასხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევის პროცესს დაესწრნენ. საჰაერო ტვირთებისა და საფოსტო გზავნილების სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ, 2021 წლის მონაცემებით, საბაჟო პროცედურების შესრულების შედეგად, 6 300 ტონაზე მეტი ტვირთის დამუშავება განხორციელდა. თანამედროვე საბაჟო აღჭურვილობა, მათ შორის ტვირთების დათვალიერების რენტგენო სკანერები, ხელს უწყობს უსაფრთხოების დაცვას და იმავდროულად, ამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას. აღსანიშნავია, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, ბოლო 6 თვის მონაცემებით, ,,აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მებაჟე ოფიცრების მიერ, 14 ათას ხუთასზე მეტი დეკლარაცია გაფორმდა, ხოლო შესაბამის პროგრამულ სისტემაში დამუშავებულმა საფოსტო გზავნილების რაოდენობამ ორ მილიონ რვაასი ათასს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც რეგიონის ძირითადი ტრანზიტული დერეფანი, საბაჟო კონტროლის პროცედურებს შეუფერხებლად, სწრაფად და მარტივად ახორციელებს.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)