|
2021-04-21 22:01:47, 755 ნახვა
კომენტარი
რასა იუკნევიჩენე - აუცილებელია, რომ უმსხვილესი პოლიტიკური პარტია იყოს შეთანხმების მონაწილე, პარლამენტს სჭირდება ძლიერი, რეალური ოპოზიცია
„აუცილებელია, რომ უმსხვილესი პოლიტიკური პარტია იყოს შეთანხმების მონაწილე, საქართველოს პარლამენტს სჭირდება ძლიერი, რეალური ოპოზიცია“, - ამის შესახებ ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩენემ განაცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ, ამას მალე გააკეთებენ. „ლელოსთან“ შეხვედრა, როგორც ყოველთვის ძალიან კონკრეტული და მომავალზე ორიენტირებული იყო. ვისაუბრეთ როგორ შეიძლება შეთანხმების ამოქმედება. მოხარული ვართ, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ყველა პოლიტიკურ პარტიას არ მოუწერია. იმედი გვაქვს, რომ ისინი ამას გააკეთებენ. აუცილებელია, რომ უმსხვილესი პოლიტიკური პარტია იყოს შეთანხმების მონაწილე. ჩვენ ვისაუბრეთ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკურ ლიდერებზე და თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, რა დახმარება შეგვიძლია ჩვენ და ამისთვის მზად ვართ. საქართველოს პარლამენტს სჭირდება ძლიერი, რეალური ოპოზიცია. ასევე, ვისაუბრეთ მომავალზე, განსაკუთრებით 2024 წელზე, როდესაც მმართველ პარტიას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება აქვს დაგეგმილი. ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)