|
2021-04-21 15:44:57, 604 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სააღდგომო დღესასწაულამდე ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების საკითხი დადგეს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სააღდგომო დღესასწაულამდე ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების საკითხი დადგეს. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღდგომის დღესასწაულამდე ჯერ კიდევ 10 დღეა დარჩენილი, რამაც შესაძოა, ეპიდემიოლოგიური სურათი შეცვალოს. „ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება რომელიმე სახის აკრძალვაზე არ არის. თუმცა, სააღდგომო დღესასწაულამდე თითქმის ათი დღეა. ეს პერიოდი ხშირ შემთხვევაში, ცვლის ეპიდემიურ სურათს. ასე რომ, უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოვრცხავთ. ის წესები, რაც ჩვენ აქამდეც არაერთხელ გავიარეთ საპატრიარქოსთან ერთად და რაც ზოგადად, ეპიდემიურად უსაფრთხო გარემოს ქმნის რელიგიური მსახურების პროცესში, ეს ყველასთვის ცნობილია. ბუნებრივია, სააღდგომო დღესასწაულზეც ამ წესების დაცვა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)