|
2021-04-21 15:00:19, 470 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა
ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ერთ ლარად, ისნის რაიონში - დოესის, ჯორჯ ბუშის, ლობჟანიძის, საინგილოს ქუჩებზე, სოფრომაძის პირველ შესახვევში და წულუკიძის პირველ შესახვევში, ასევე, ვაზისუბანში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ. ირაკლი თავართქილაძემ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, შესაბამისი რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ. „დღეს ისნის რაიონში 29 ოჯახს გადავეცით საკუთრებაში ის ფართები, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში, გარკვეული ბიუროკრატიული თუ სხვა მიზეზების გამო ვერ იკანონებდნენ. მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს ეს სიხარული და დღესასწაული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ 1500-მდე ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები. მივმართავ ოჯახებს, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, თავიანთ რაიონებში მიმართონ გამგეობებს, სადაც აუხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ მათ საცხოვრებელი ფართები დაუკანონდეთ“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ. 2018 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები 1500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში კვლავ გრძელდება შემოსული განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)