20:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 13:03:51, 680 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ხელისუფლებას მოუწევს წინაპირობების და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე ნიკა მელიას გათავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლებას მოუწევს ის წინაპირობების და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გაატავისუფლოს.

როგორც გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის იმდაგვარი განმარტება, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები და მოძალადეები, ვინც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, ერთ პლათფორმაში არიან  განხილული.

„ნიკა მელია, ხვალ იქნება , ერთი კვირის, თუ ერთი თვის შემდეგ, დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას თავაწეული და ხელისუფლებას მოუწევს წინაპირობების და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე მისი გათავისუფლება. რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ნიკას პოზიცია საჯაროდ ცნობილია, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის იმდაგვარი განმარტება, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები და მოძალადეები, ვინც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, ერთ პლათფორმაში იყვნენ განხილული, თუმცა რა სამართლებრივ ინსტრუმენტს აირჩევს ხელისუფლება ეს მათი გადასაწყვეტია. მელიას პოზიცია ამის შესახებ საჯაროდაა ცნობილი“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მხარდამჭერები რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებასთან აქციას მართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics