|
2021-04-19 19:52:30, 1020 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სამუშაო შეხვედრა გამართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ მერიის სამსახურის უფროსებთან, განყოფილებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაზე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხებზე, საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უახლოეს დღეებში აქტიურად დაიწყება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება. შესყიდვების სამსახურის მიერ ტენდერების 90% გამოცხადებულია, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დროულად დაწყებასა და დასრულებას. მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული მერიაში მოქმედ სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში. სააღმზრდელო დაწესებულებაში არ დაფიქსირებულა კორონა ვირუსის შემთხვევა. ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჯანდაცვის რეკომენდაციის დაცვით. ამოქმედდა მიწის დახვნის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ადგილობრივი ფერმერები უფასოდ სარგებლობენ. შეხვედრას, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები - ფრიდონ ფუტკარაძე და ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)