|
2021-04-19 12:50:07, 438 ნახვა
საზოგადოება
იმერეთის აგროზონასა და საქართველოს შემფუთველთა კლასტერსა შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ერთობლივი კროს-კლასტერული პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს შემფუთველთა კლასტერსა (PMAG) და შ.პ.ს „იმერეთის აგროზონას“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი შ.პ.ს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ და საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა მჭედლიშვილმა მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების მწარმოებლებსა და სასათბურე მეურნეობის სექტორში მოქმედ კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სასათბურე შესაფუთი მასალების წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას. მემორანდუმიითვალისწინებს, მხარეებისთვის აქტუალურ თემებზე ერთობლივი კვლევების ჩატარებას და ცოდნის, უნარების და გამოცდილების გაზიარებას. საქართველოს შემფუთველთა კლასტერი (PMAG) წარმოადგენს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ შესაფუთი მასალების კლასტერს, რომელიც 40-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრების დახმარებას და ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის გაღრმავების გზით პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას. შ.პ.ს „იმერეთის აგრო ზონა“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. სასათბურე მეურნეობების განვითარების პროექტი წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, 220 ჰექტარ ფართობზე მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას და განვითარებას ითვალისწინებს.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)