|
2021-04-14 10:35:35, 588 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანა ჩერნიშოვამ მოაწერეს. მემორანდუმი სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უწყებებსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოქნილი მექანიზმის შემუშავების, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და საშუალო სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მიმართულებებით. „საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოს გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად. ჩვენთვის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემუშავება და აღსრულება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მადლობას ვუხდი ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და გაწეული მხარდაჭერისთვის. გარემოსდაცვითი პოლიტიკის განვითარების პროცესში, ჩვენთვის ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელსაც დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები ახორციელებენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში გარემოს დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას. მოხარული ვარ, რომ მთავრობასთან და შვედ პარტნიორებთან თანამშრომლობით გვექნება საქართველოს მწვანე ქვეყანად განვითარების ხელშეწყობის შესაძლებლობა“, - განაცხადა ანა ჩერნიშოვამ. 106,000 აშშ დოლარის ღირებულების ცხრათვიანი პროექტი UNDP-სა და შვედეთის მთავრობის ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიზანსაც საქართველოს საჯარო სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. „გარემოს დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მოხარული ვარ ქვეყანაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის აღსრულების ხელშეწყობის პროცესში მონაწილეობით”, - განაცხადა საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა. აღსანიშნავია, რომ, 2021 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ძალაში 2022 წელს უნდა შევიდეს. UNDP-ის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაასრულებს აღნიშნული კანონის ხუთი კანონქვემდებარე აქტის შემუშავებას, რომლებშიც დეტალურად იქნება გაწერილი გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგისა და მიყენებული ზიანის შემთხვევაში ვალდებულების დაკისრებისა და აღსრულების მექანიზმები. მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროს 60 თანამშრომელი გადამზადდება გარემოსდაცვითი მონიტორინგის ჩატარებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აღსრულების საკითხებში. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ატაშე/კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)