|
2021-04-13 16:45:15, 709 ნახვა
რეგიონი
სოფელ რენეში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულის, სოფელ ზემო რენეში არსებული საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟის სამუშაოები უკვე დაიწყო. 30 წელია არსებული საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და მშობლებს ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაყავთ. ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის - მათგან 4 გამყოფი ხაზისპირა სოფელია, ხოლო 3 კი მაღალმთიანი.შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ საბავშვო ბაღში შესაძლებელი გახდება 50 ბავშვმა კომფორტულ გარემოში -სკოლამდელი განათლება მიიღოს. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ამასთან შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილებიც.ჩვენი პრიორიტეტია მომავალი თაობის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში აღზრდა. მიმდინარე წელს დასრულდება სოფელ იგოეთის, გრაკალის და სადგურ მეტეხის ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, ასევე სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ. პროექტის სამუშაოების ღირებულება 684 112 ლარია და ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)