23:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 16:00:07, 665 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელიას ადვოკატი: დღეს ყველაფერს აეხადა ფარდა - სამწუხაროა, რომ სასამართლომ ვერ გამოიჩინა პრინციპულობა

„დღეს ყველაფერს აეხადა ფარდა - სამწუხაროა, რომ სასამართლომ ვერ გამოიჩინა პრინციპულობა“, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება თავიდანვე იკითხებოდა და დაცვის მხარე აპირებს გააგრძელოს ბრძოლა ყველა შესაძლო სამართლებრივი თვალსაზრისით.

„მოსამართლემ გაახმოავანა ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული წინასწარ, ამ გადაწყვეტილებას არავითარი შემხებლობა კანონთან და სამართლის მოთხოვნასთან არ აქვს.

ეს გადაწყვეტილება იკითხებოდა თავიდანვე და კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლომ ვერ გამოიჩინა პრინციპულობა და ვერ დადგა კანონის მოთხოვნის საფუძველზე.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა მეთოდით, რაც არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაშვებული, ქვეყნის შიგნითაც და ევროპულ ასპარეზზე.

იმ ფონზე, რომ პროკურატურა და ხელისუფლება ავრცელებდა პროპაგანდას, ვითომ ნიკა მელიას შეეძლო გირაოს გადახდა და საპატიმროს დატოვება, დღეს ყველაფერს აეხადა ფარდა“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics