|
2021-04-10 11:20:56, 881 ნახვა
რეგიონი
თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოები დასრულების ფაზაშია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოებს ასრულებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ ადგილზე დაათვალიერა. „თელავში წყალმომარაგების პროექტის პირველი ფაზა, რომელიც ითვალისწინებდა დაახლოებით 124 კორპუსის გამრიცხველიანებასა და სამი ახალი ჭაბურღილის დამატებას შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა და ექსპლუატაციის შესვლის ფაზაშია. სამუშაოების შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ჩვენ მივიღეთ მკვეთრად გაუმჯობესებული წყალმომარაგება და გაუმჯობესებული გრაფიკი. ასევე, მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე დავიწყებთ ფართომასშტაბიან პროექტს, რომელიც თელავის მოსახლეობისთვის წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს სრულად გადაჭრის და ვფიქრობთ, რომ 2022 წლის ბოლოდან ჩვენ უკვე შეგვეძლება თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა’’- განაცხადა გიგა მანდარიამ. წყალმომარაგების კომპანიამ ასევე გამოაცხადა ტენდერი თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის აუცილებელ სამუშაოებზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს მშენებელი კომპანიის შერჩევა-შეფასების პროცედურები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)