22:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 11:07:40, 1064 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვას სეიმის სპიკერთან შეხვედრა გამართა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. ჯუანშერ ბურჭულაძეს თავდაცვის სამინისტროს დელგაციის წევრებთან ერთად, ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენმა უმასპინძლა.

მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ, მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფებების, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების პროცესში ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერასა და ჩართულობას.

მხარეებმა გლობალური, ასევე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასაც. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სამხედრო განათლების, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics