|
2021-04-08 15:01:32, 901 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ბარათაულის, ჭვანისა და წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ადგილობრივმა სოფლებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტები შეარჩიეს. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 628 000 ლარი დაიხარჯება. საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოსავლენად, დასახლებებში საერთო კრებები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)