|
2021-04-08 10:57:21, 479 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით 38-ე ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გიორგი ხანიშვილმა სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიით შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებაში პოზიტიური დინამიკა თვალსაჩინოა. მინისტრის მოადგილემ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის რისკის მართვის მნიშვნელობის საკითხებს. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)