16:07 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 14:57:50, 656 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - შეიქმნება ვებ-პორტალი, სადაც ვაქცინის მსურველი მოქალაქეები წინასწარ შეძლებენ რეგისტრაციას

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეებს შეეძლებათ აირჩიონ ვაქცინა, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც დარწმუნებული ვართ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და ასევე, მათ არჩევანს მეტად უფრო გააფართოვებს, ეს არის ვებ-პორტალი, რომელიც გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონრტროლის ვებ-გვერდზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და ასევე, მათ საშუალება ექნებათ აირჩიო ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი და რომელიც დღესდღეობით ფართოდაა ხელმისაწვდომი მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics