|
2021-04-07 12:09:20, 589 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
თბილისის მერია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროექტის კონცეფციის შექმნაზე, ტენდერის საფუძველზე, ესტონურმა კომპანიამ იმუშავა. მისივე თქმით, პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები. „პროექტის კონცეფციის შექმნაზეგამოცხადებული გვქონდა ტენდერი და ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამგვარ პროექტებზე მუშაობის. ზოგადად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები. ეს პროექტი ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაა და ამაზე არჩევნების წინა პერიოდშივსაუბრობდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არსებული სატელევიზიო ანძის ამ მიმართულებით გამოყენება. ყველა დიდ ქალაქში, სადაც არსებობს ასეთი პროექტები ძალიან მაღალ დონეზეა ყველაფერი გაკეთებული. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, თბილისშიც გამოიძებნება საინვესტიციო ჯგუფები ვინც ამ პროექტს განახორციელებენ“,- განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, არსებული პანდემიაა მიზეზი, რის გამოც პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა. „ძალიან ბევრ პროექტებზე მოგვიწია უარის თქმა და ეკონომიკური აქტივობების შემცირება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ და ყველა პროექტი განხორციელდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება ამ კონკრეტული ინერესთა გამოხატვით, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვაცხადებთ, რადგან ეს ქონება ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროზე დაქვემდებარებულ იურიდიულ პირს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ის განხორციელდება, ძალიან კარგი პროექტი იქნება, არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ჩამოსული სტუმრებისთვისაც“,- განაცხადა კახა კალაძემ. პირველ ეტაპზე, ექვსი თვის განმავლობაში, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაჩატარდება. აღნიშნული კვლევის შედეგად წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)