|
2021-04-06 13:23:17, 965 ნახვა
რეგიონი
ნერგის სერტიფიცირების საკითხზე აჭარის ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID CNFA) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, აჭარაში, ფერმერებს და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებსსარგავი მასალის სერტიფიცირების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს. მენერგეებს სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების საერთაშორისო სტანდარტები, სანერგის კვალიფიციურობის მიღების კრიტერიუმები, ამ მიმართულებით მოქმედისაკანონმდებლო ბაზა და სანერგის მართვის სისტემები გააცნეს; ასევე, ცენტრის თანამშრომლების მიერ შემუშავებული სანერგეში ჩასატარებელი სამუშაოების, სარგავი მასალის მოძრაობის და ფიტოსანიტარული ჟურნალების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად წარმოება ასწავლეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აგროსერვის ცენტრს, რომლის საკოლექციო ნარგაობაში ციტრუსოვანი და კენკროვანი კულტურების ძველი ქართული და უცხოური ჯიშებია დაცული, ჯიშების საერთაშორისო მახასიათებლებით (UPOV< CPVO, biodiversity international) აღწერაში, კატალოგის შექმნასა და საკოლექციო ნარგაობებეში დამაგრებაში დაეხმარება. USAIDCNFA-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციაში ხელშეწყობას და სპეციალისტების გადამზადებას გულისხმობს, ასევე სანერგე მეურნეობებს შესაძლებლობების გაზრდასა და სერტიფიცირების სისტმების დანერგვაში ეხმარება. საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. სერტიფიცირების სისტემა უზრუნველყოფს ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით, ჩაანაცვლებს იმპორტირებულ მასალას, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს და დაიცავს მომხმარებელს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)