|
2021-04-05 19:17:08, 679 ნახვა
რეგიონი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გორის, მახალაკიძეებისა და დარჩიძეების სოფლებში კრებები გაიმართა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გორის, მახალაკიძეებისა და დარჩიძეების სოფლებში კრებები გაიმართა. პრიორიტეტების შერჩევის პროცესს შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ. ადგილობრივებს, ხელმძღვანელმა პირებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასა და მასში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ და ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნეს, რაც მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში განხორციელდება გარდა სოფლის მხარდაჭერით განსახორციელებელი მცირემასშტაბიანი პროექტისა. შეხვედრებზე კენჭისყრის შედეგად სამივე სოფლის მოსახლეობამ გარე განათების კეთილმოწყობა დაასახელა. მიმდინარე წელს, შუახევის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 628 000 ლარი დაიხარჯება. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში მათი განხორციელება დაიწყება. დღესვე, ხელმძღვანელი პირები აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ფრიდონ მახარაძის ოჯახს სტუმრობდნენ. ასევე სოციალური აქციის ფარგლებში, დარჩიძეებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ზურაბ ცეცხლაძის ოჯახს პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცეს. #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)