20:47 - 03 Jul, 2026
|
2021-04-05 16:12:16, 644 ნახვა
რეგიონი
ქუთაისის მერიაში ხმაურია - დაკავებულია ჟურნალისტი
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში რამდენიმე წუთის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთ-ერთი რეგიონალური რედაქციის რედაქტორი, ბუბა ჩივაძე ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვდა, რის შემდეგაც მან მერიის შენობაში შიმშილობა გამოაცხადა. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მას ქუთაისი მერი, იოსებ ხახალეიშვილი პროფესიური მოვალეობის შესრულების უფლებას არ აძლევს და მისი ბრძანებით მერიის დაცვის თანამშრომლებმა მასზე იძალადეს. ადგილზე მალევე მოვიდა პოლიციის თანამშრომლები, მათ ჟურნალისტს მერიის შენობის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა ბუბა ჩივაძემ უარი განაცხადა. სამართალდამცავებმა ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გაიყვანეს შენობიდან, რა დროსაც ჩივაძე შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, თუმცა ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)