17:27 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 15:54:56, 649 ნახვა

საზოგადოება
ფლანგვის დეტექტორი - ვლადიმერ პოზნერის მასპინძელს, ბენო ქაშაკაშვილს 2016-20 წლებში „ქართული ოცნებისთვის“ 405 000 ლარი აქვს შეწირული

ვლადიმერ პოზნერის მასპინძელს, ბენო ქაშაკასვილს 2016-20 წლებში „ქართული ოცნებისთვის“ 405 000 ლარი აქვს შეწირული, - აღნიშნულ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბენო ქაშაკაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველი პარტიის სიის 53-ე ნომერი იყო.

ამასთანავე, „ფლანგვის დეტექტორი“ აღნიშნავს, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ბენო ქაშაყაშვილის ბიზნესს ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა.

„მაგალითად, მის საკუთრებაშია შპს “აიღვინისახლი”, რომელიც სხვადასხვა მარკებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მათ შორის სასტუმრო/რესტორანი ‘ვინოტელი’-ს სახით. ამ რესტორანში 31 მარტის საღამოს რუსი ჟურნალისტი და კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი თანხმლებ პირებთან ერთად კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების დარღვევით ვახშმობდა.

შპს “აიღვინისახლი” 2019 წელს მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციის მფლობელიც გახდა, რომელიც 2011 წელს აშენდა და რომელიც ბენო ქაშაკაშვილმა 7.5 მილიონ ლარად შეიძინა აუქციონზე. დაგეგმილია შენობის სასტუმროდ გადაკეთება", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics