17:27 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 14:56:21, 790 ნახვა

საზოგადოება
ზაზა გახელაძე ჩორჩანას საგუშაგოს ან ოქონის ხატის გადაცემის სანაცვლოდ გათავისუფლების წინააღმდეგია

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ჩორჩანას საგუშაგოს ან ოქონის ხატის გადაცემის სანაცვლოდ გათავისუფლების წინააღმდეგია.

„გაიგო, ესეც ტელევიზიიდან, რომ ითხოვენ ჩორჩანას, ითხოვენ ხატს, მაგრამ ზაზას პოზიცია არის, რომ მე არცერთში არ უნდა გამცვალონ. იმიტომ, რომ ეს არის ხატი, სიწმინდე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს და უნდა იყოს იქ, სადაც არის და მეორე არის ჩორჩანა, ტერიტორია, რასაც წლებია ითხოვენ ამ ბლოკპოსტის აღებას“, - განუცხადა „მთავარ არხს“ ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტები ზაზა გახელაძის გაცვლას ჩორჩანას საგუშაგოს, ან მე-10 საუკუნით დათარიღებული ოქონის ხატის გადაცემას ითხოვენ. აღნიშნული სიწმინდე ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics