|
2021-04-05 14:00:33, 799 ნახვა
რეგიონი
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სასტუმრომ მუშაობა განაახლა
ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სასტუმრო ვიზიტორებისთვის დღეიდან ღიაა. კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე, სასტუმრო ერთი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ვიზიტორებს სასტუმრო სიახლეებით ხვდება. სასტუმროში განახლდა შიდა ინტერიერი და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. განახლებული სასტუმრო, დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გახსნა. ,,კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სასტუმრო ერთი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. დღეიდან კი სასტუმრო ვიზიტორებისთვის უკვე ღიაა. სასტუმროში სრულად განახლდა ინტერიერი და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა, რაც ჩვენი ქალაქის სტუმრებს კომფორტული დასვენების შესაძლებლობას მისცემს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბოლო წლებში ტურისტების მზარდი რაოდენობით გამოირჩევა და ადგილობრივი თვითმმართველობაც ცდილობს ტურიზმის განვითარებას ხელი მაქსიმალურად შეუწყოს, ეს კი მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)