|
2021-04-03 12:01:17, 591 ნახვა
საზოგადოება
გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გაშენებულ ბაღსა და ბოსტანში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში სასოფლო-სამეურნეო პროექტის საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. მსჯავრდებულებმა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ბაღის ნაკვეთის დამუშავება დაიწყეს - წელს, მსჯავრდებულები ლობიოს, წითელ ბულგარულ წიწაკას, პომიდორ ჩერის, ბრიუსელის კომბოსტოს, პრასს, ნიახურს, ქინძს, ოხრახუშს, გოგრასა და საზამთროს მოიყვანენ. როგორც ცნობილია, 2019 წელს თეა წულუკიანის ინიციატივით დაწესებულების ეზოში ჟოლოს ბაღი და ბოსტანი გაშენდა. მას შემდეგ მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებული, დაწესებულების ტერიტორიაზე ნაკვეთს ამუშავებენ და სხვადასხვა კულტურა მოჰყავთ. პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდებულების შემოსავალს წარმოადგენს და პირად ანგარიშზე ერიცხებათ. პროექტის ფარგლებში, მოსავლის რეალიზაცია რამდენიმე ობიექტში ხდება. მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის. პროექტს 2020 წლიდან მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ახორციელებს. პროგრამის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)