|
2021-04-02 18:53:22, 1158 ნახვა
რეგიონი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ომარ ტაკიძე და ზაზა დავითაძე შშმ პირების დღის ცენტრს ეწვია
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა დავითაძესთან ერთად, შშმ პირების დღის ცენტრს ეწვია. თარიღთან დაკავშირებით, შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრში საინფირმაციო შეხვედრა მოეწყო. თანამშრომლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს აუტისტური სპექტრის აშლილობის რაობაზე, მითებზე, სტერეოტიპებზე, სერვისებსა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე. აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშნვის მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, რასაც ერთხმად შეუერთდა ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)